სოფელ ზესხოში ხანძრის ლიკვიდაციას ცოცხალი ძალა ცდილობს, ადგილი ავტომობილებისთვის მიუდგომელია
ადგილი, სადაც ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში ტყის საფარი იწვის, სახანძრო ავტომობილებისთვის მიუდგომელია. შესაბამისად, ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალი ძალა ცდილობს, – ამის შესახებ პირველ არხს არხს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ადგილზე 120 მეხანძრე მაშველი მუშაობს.
„ხანძარის ადგილამდე, სახანძრო ავტომობილები ვერ ადიან. იქ მხოლოდ ცოცხალი ძალაა მობილიზებული. 120 მეხანძრე-მაშველი ატანილი წყლითა და ნიჩბებით მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სატყეო სამსახურის თანამშრომლებიც არიან ჩართული“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში ტყის საფარი იწვის. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.