კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის კოორდინაციის ხელმძღვანელმა, ზაზა ჭაბუკაშვილმა განუცხადა, ზემო კაჭრეთში დაიწვა სამი ჰექტარი ფოთლოვანი და ბუჩქოვანი ტყის მასივი და 40 ჰექტარი ბალახი.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები თბილისიდან და კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე, ცეცხლის ქრობაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენიც.
ხანძრის კერის განახლების საშიშროებიდან გამომდინარე მეხანძრე-მაშველები 24 საათის განმავლობაში ადგილზე გაუწევენ მონიტორინგს.