სოფელ ზედა ეწერში ხანძარი ლოკალიზებულია
სოფელ ზედა ეწერში ხანძარი ლოკალიზებულია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურის სამი ბრიგადა მუშაობს. მიმდინარეობს კერების დამუშავება.

ხანძრის ტერიტორია დაათვალიერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

მისი თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს შეისწავლის.

ასევე, მერის განცხადებით, შესაბამისი უწყებები ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლიან.

ხანძარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში დღის მეორე ნახევარში მინდვრებში გაჩნდა. ხანძარმა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თხილნარი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები გაანადგურა.