სოფელ ყვიბისის ტყეში 21 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
სოფელ ყვიბისის ტყეში 21 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის ტყეში 21 წლის მამაკაცის გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა სავარაუდოდ ცხენიდან გადმოვარდა და გაიყინა. მათივე თქმით, ოჯახის წევრები დაკარგული ახალგაზრდის საპოვნელად ცხენის კვალს მიჰყვებოდნენ და ახალგაზრდას კი ვერ მიაგნეს. მოგვიანებით მისი ცხედარი ტყეში იპოვეს.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე.