ადიგენის რაიონის სოფელ ვალეში ხანძარია. იწვის სამი საცხოვრებელი სახლი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ექვსი სახანძრო მანქანა და 30 მეხანძრე მუშაობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ცნობით, ცეცხლი კერძო სახლში გაჩნდა და შემდეგ მეზობლის ორ სახლზე გავრცელდა.
ფოტო: რობიზონ მაქაძე