ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში მგელმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაგლიჯა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მგლების მიერ მათთვის მიყენებული ზარალი ძალიან დიდია. მათი თქმით, მგლებს მთებში საკვები არ აქვთ, ამიტომაც სოფელში ჩადიან. ადგილობრივები შესაბამის უწყებებს მგლების მოსაკლავად ლიცენზიის გაცემას სთხოვენ.
სოფელ ურთის მაჟორიტარი, ტარიელ გაბულდანი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, ლიცენზია ამოწურულია, თუმცა რამდენიმე დღეში გარემოს დაცვის სამსახურიდან ახალ ლიცენზიებს ელოდებიან.