სოფელ შუქრუთის სამმა მცხოვრებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
სოფელ შუქრუთის სამმა მცხოვრებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის სამმა მცხოვრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.

მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის გამო სახლები ენგრევათ, კომპანია კი უარს ამბობს, მათ სრული კომპენსაცია გადაუხადოს.

ამ დროისთვის შუქრუთის მაღაროს შესასვლელთან ორი კარავია გაშლილი.