სოფელ საყავრესთან ცეცხლის ქრობის პროცესში ვერტმფრენები ჩაერთნენ [ფოტო, ვიდეო]
19:05, 22.08.2019
გორის რაიონში, სოფელ საყავრესთან, ცეცხლის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ჩაერთნენ.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ ეტაპზე ორი ვერტმფრენი მუშაობს.
სოფელ საყავრესთან ცეცხლი ბალახსა და ტყის ქვედა საფარს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში შიდა ქართლის ყველა სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფი არის ჩართული. მეხანძრე-მაშველებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.