სოფელ საყავრესთან ცეცხლის ქრობის პროცესში ვერტმფრენები ჩაერთნენ [ფოტო, ვიდეო]

გორის რაიონში, სოფელ საყავრესთან, ცეცხლის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ჩაერთნენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ ეტაპზე ორი ვერტმფრენი მუშაობს.

სოფელ საყავრესთან ცეცხლი ​ბალახსა და ტყის ქვედა საფარს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში შიდა ქართლის ყველა სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფი არის ჩართული. მეხანძრე-მაშველებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.

დატოვე კომენტარი