სოფელ სალხინოში მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა მოხდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში.
45 წლის მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოყვა.
მიღებული დაზიანებების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი მამაკაცს ეკუთვნოდა და გარკვეულ სამუშაოებს აწარმოებდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.