ხმაური იყო სოფელ ოზურგეთში, #43 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ წარმომადგენლის ფიქრია მამარდაშვილის ინფორმაციით, იგი ცდილობდა უბანთან მობილიზებული მანქანების გადაღებას, სადაც მისივე თქმით, კოორდინატორები სიებით სხედან და ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენენ.
„გადაღების საშუალება არ მომეცა. ხელს მიშლიდა საკრებულოს დეპუტატი. ვითარების განსამუხტად პოლიცია გამოვიძახე, მაგრამ მათ კიდევ უფრო იძალადეს. ფიზიკურადაც შემეხნენ. ვითხოვ დროულ რეაგირებას”,- აცხადებს მამარდაშვილი.
საკრებულოს ახლად არჩეული წევრი ვლადიმერ ღლონტი აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.
საარჩევნო უბნის მიმდებარედ მყოფი სვეტლანა ბაკურაძის განცხადებით კი იგი „უბრალოდ დგას და აკვირდება მისი უბნიდან თუ ვინ მოდის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად”.