ირაკლი ქადაგიშვილი - რამდენიმე მუნიციპალიტეტში, სადაც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, თანამშრომლობა თუ არ შედგება, კანონით გათვალისწინებულია ხელახალი არჩევნების დანიშვნა
ირაკლი ქადაგიშვილი - რამდენიმე მუნიციპალიტეტში, სადაც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, თანამშრომლობა თუ არ შედგება, კანონით გათვალისწინებულია ხელახალი არჩევნების დანიშვნა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, სადაც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, მმართველი გუნდი თანამშრომლობის გზით წასვლას შეეცდება, ხოლო თუ ეს არ გამოვა, კანონი ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობებში მაჟორიტართა რაოდენობის შემცირება სწორი გადაწყვეტილება არ იყო.

„რაც შეეხება იმ რამდენიმე საკრებულოს, სადაც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, აქ ჩვენ ორი გზით წავალთ – ეს იქნება კონკრეტული თანამშრომლობა კონკრეტულ საკითხებზე მერსა და საკრებულოს შორის. თუ საბოლოო ჯამში ასეთი თანამშრომლობა არ შედგება, არ მოხერხდა ბიუჯეტის დამტკიცება, მაშინ კანონით გათვალისწინებულია ხელახალი არჩევნების დანიშვნა როგორც მერის, ასევე საკრებულოს მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია, პროცესს რამდენიმე თვითმმართველობაში დავაკვირდეთ, რაც ძალიან საინტერესო იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.