არჩევნების მეორე ტური სხვადასხვა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ 27-მა, „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა, ხოლო „გახარია საქათველოსთვის“ ექვსმა კანდიდატმა მოიგო
არჩევნების მეორე ტური სხვადასხვა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ 27-მა, „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა, ხოლო „გახარია საქათველოსთვის“ ექვსმა კანდიდატმა მოიგო

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მეორე ტური სულ 24 მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვება მოიპოვა „ქართული ოცნების“ სულ 27-მა კანდიდატმა. შვიდ ოლქში გაიმარჯვეს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა, ექვს ოლქში „გახარია საქართველოსთვის“, ერთში – „ევროპელი სოციალისტების“, ასევე ერთში – „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა.

არჩევნების მეორე ტური გაიმართა თბილისში, საბურთალოს ოლქში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ავთანდილ ცინცაძემ ხმათა 55.523 პროცენტით გაიმარჯვა. ბორის ყურუამ „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ კი 44.477 პროცენტი მიიღო.

რუსთავის მეექვსე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გრიგოლ ვეფხვაძემ 53.375 პროცენტით მოიგო მეორე ტური, „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატმა, ერეკლე დოლიძემ კი 46.625 პროცენტი მიიღო.

რაც შეეხება კასპის მეხუთე მაჟორიტარულ ოლქს, აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ბადრი ჯანიაშვილმა ხმათა 62.035 პროცენტით გაიმარჯვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ვალერ ბაკიძემ კი 37.965 პროცენტი მიიღო.

78.345 პროცენტით მოიგო დუშეთის პირველი მაჟორიტარული ოლქი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ინაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა იოსებ ბუჩაშვილმა კი 21.655 პროცენტი მიიღო.

თიანეთის პირველ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზვიად ზვიადაურმა 50.44 პროცენტი, ხოლო თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრმა ნანა ცალუღელაშვილმა კი 49.56 პროცენტი მიიღო.

61.504 პროცენტით მოიგო ახმეტის მესამე მაჟორიტარული ოლქი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ელდარ ბაღაკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა კი 38.496 პროცენტი მიიღო.

ყვარლის მეცხრე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მამუკა ბერიაშვილმა ხმათა 54.911 პროცენტით გაიმარჯვა, „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატმა რატი ტურაშვილმა კი 45.089 პროცენტი მიიღო.

ქარელში საკრებულოს არჩევნების მეორე ტური ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. პირველი მაჟორიტარული ოლქი ხმათა 54.71 პროცენტით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ყარამან როინაშვილმა მოიგო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა თემურ ხოსრუაშვილმა 45.29 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება ქარელის მესამე მაჟორიტარულ ოლქს, აქ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მურთაზ ცისკაძემ გაიმარჯვა 52.178 პროცენტით, ხოლო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი გრიგალაშვილმა 47.822 პროცენტი მიიღო.

62.248 პროცენტით მოიგო ხაშურის მეშვიდე მაჟორიტარული ოლქი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით მეტრეველმა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა თემურ ვარდოშვილმა კი 37.752 პროცენტი მიიღო.

ჭიათურის #12 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვახტანგ ცუცქირიძემ 57.451 პროცენტით გაიმარჯვა, ხოლო „ვადამდელი არჩევნები – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა რემი ბიწაძემ 42.549 პროცენტი მიიღო.

წყალტუბოს #11 მაჟორიტარული ოლქი ხმათა 58.943 პროცენტით მოიგო მმართველი პარტიის კანდიდატმა რევაზ დიდავამ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ლადო ყაველაშვილმა 41.057 პროცენტი მიიღო.

ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პაატა კოხრეიძემ გაიმარჯვა სამტრედიის მერვე მაჟორიტარულ ოლქში ხმათა 56.893 პროცენტით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე კოხრეიძემ 43.107 პროცენტი მიიღო.

ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა მეორე ტური ონში. მეოთხე მაჟორიტარული ოლქი 56.522 პროცენტით მოიგო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მადლენა მეტრეველმა, ხოლო „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატმა თამაზ მეტრეველმა 43.478 პროცენტი მიიღო. ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მამუკა ყავლაშვილმა მოიგო ხმათა 60 პროცენტით ონის მეშვიდე მაჟორიტარული ოლქი, ხოლო „ლელოს“ კანდიდატმა თეიმურაზ დევიძემ 40 პროცენტი მიიღო.

ლენტეხის მეხუთე მაჟორიტარული ოლქი ხმათა ხმათა 54.268 პროცენტით მოიგო „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა გიორგი შავრეშიანმა, ხოლო მმართველი გუნდის კანდიდატმა ბერდია ზურაბიანმა 45.732 პროცენტი მიიღო.

მარტვილში არჩევნების მეორე ტური სამ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. მესამე მაჟორიტარული ოლქი ხმათა 50.72 პროცენტით მოიგო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა კობა ასაბაშვილმა, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი გაბუნიამ 49.28 პროცენტი მიიღო. მარტვილის მერვე მაჟორიტარულ ოლქში 50.097 პროცენტით გამარჯვება მოიპოვა მმართველი გუნდის კანდიდატმა მინდია გაბისონიამ, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატმა ზურაბ ბიგვავამ 49.903 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება მარტვილის მეცხრე მაჟორიტარულ ოლქს, აქ ხმათა 50.446 პროცენტით გაიმარჯვა „ევროპელი სოციალისტების“ კანდიდატმა გიორგი ჯიჯელავამ, ხოლო მმართველი გუნდის კანდიდატმა გოგი ბასილაიამ 49.554 პროცენტი მიიღო.

ხუთ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა არჩევნების მეორე ტური ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. პირველი მაჟორიტარული ოლქი 52.383 პროცენტით მოიგო მმართველი პარტიის კანდიდატმა ჯანო პერტაიამ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა რამაზ გულუამ 47.617 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება მეორე მაჟორიტარულ ოლქს, აქ ხმათა 51.381 პროცენტით გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ვარლამ სიჭინავამ, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მამუკა ფიჩხაიამ 48.619 პროცენტი მიიღო. „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატმა შოთა წურწუმიამ მოიგო 57.152 პროცენტით ჩხოროწყუს მეხუთე მაჟორიტარული ოლქი, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა დათო კვირტიამ 42.848 პროცენტი მიიღო. ასევე „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატმა, ტარიელ შენგელიამ მოიგო ჩხოროწყუს მეექვსე მაჟორიტარული ოლქი 56.055 პროცენტით, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა ნუგზარ ჯალაღონიამ 43.945 პროცენტი მიიღო. „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატმა აჩიკო ცირამუამ მოიგო ჩხოროწყუს მეშვიდე მაჟორიტარული ოლქიც ხმათა 50.479 პროცენტით, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოგა თოლორდავამ 49.521 პროცენტი მიიღო.

ასევე ხუთ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური წალენჯიხაში. პირველი მაჟორიტარული ოლქი ხმათა 53.457 პროცენტით მოიგო „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატმა გელა აბულაძემ, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვალერიანე კვარაცხელიამ 46.543 პროცენტი მიიღო. ხმათა 50.348 პროცენტით მოიგო წალენჯიხის მეოთხე მაჟორიტარული ოლქი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მამუკა მიქავამ, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლირა ღურწკაიამ 49.652 პროცენტი მიიღო. წალენჯიხის მეხუთე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნანა კეკუამ მოიპოვა ხმათა 53.463 პროცენტით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბელა კვირკვიამ კი 46.537 პროცენტი მიიღო. ხმათა 50.115 პროცენტით გაიმარჯვა წალენჯიხის მეექვსე მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა რომან კვარაცხელიამ, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვლადიმერ კვარაცხელიამ 49.885 პროცენტი მიიღო. ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დათო მესხიამ მოიგო წალენჯიხის მეცხრე მაჟორიტარული ოლქი ხმათა 50.125 პროცენტით, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბაკურ სონგულიამ 49.875 პროცენტი მიიღო.

ზუგდიდის მეოთხე მაჟორიტარული ოლქი ხმათა 52.173 პროცენტით მოიგო მმართველი პარტიის კანდიდატმა ირაკლი ჯანაშიამ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზვიად ჯღარკავამ 47.827 პროცენტი მიიღო.

რაც შეეხება სენაკს, აქ მეორე ტური ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. მესამე ოლქი ხმათა 53.055 პროცენტით მოიგო მმართველი პარტიის კანდიდატმა გიგა წურწუმიამ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლაშა კუჭავამ 46.945 პროცენტი მიიღო. ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, შაქრო კოკაიამ მოიპოვა გამარჯვება სენაკის მერვე მაჟორიტარულ ოლქში ხმათა 53.94 პროცენტით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მამუკა აბშილავამ 46.06 პროცენტი მიიღო.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ზვიად მამალაძემ მოიგო ჩოხატაურის მეათე მაჟორიტარული ოლქი ხმათა 51.717 პროცენტით, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატმა მამუკა ჯინჭარაძემ 48.283 პროცენტი მიიღო.

ოზურგეთში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ოთხ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. პირველ მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატმა გიორგი სირაძემ მოიპოვა ხმათა 54.461 პროცენტით, ხოლო მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ლელა საჯაიამ 45.539 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება ოზურგეთის მეექვსე მაჟორიტარულ ოლქს, აქ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რაინდი დუმბაძემ გაიმარჯვა ხმათა 54.528 პროცენტით, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჩაგანავამ 45.472 პროცენტი მიიღო. მმართველი პარტიის კანდიდატმა ნინო მახარაძემ მოიგო ოზურგეთის #11 მაჟორიტარული ოლქი ხმათა 53.855 პროცენტით, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა დათა მიქელაშვილმა 46.145 პროცენტი მიიღო. ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ტიტე მგელაძემ მოიგო ოზურგეთის #12 მაჟორიტარული ოლქი ხმათა 57.315 პროცენტით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა შალვა თავდიშვილმა 42.685 პროცენტი მიიღო.

ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა მეორე ტური ხულოში. პირველ მაჟორიტარულ ოლქში „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატმა ირაკლი ბოლქვაძემ გაიმარჯვა 57.576 პროცენტით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან მახარაძემ 42.424 პროცენტი მიიღო. ხმათა 53.504 პროცენტით მოიგო ხულოს მეორე მაჟორიტარული ოლქი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნადიმ დეკანაძემ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა თენგიზ შანთაძემ 46.496 პროცენტი მიიღო.

ქედის მეორე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება მმართველი პარტიის კანდიდატმა ოთარ ხარაძემ მოიპოვა ხმათა 50.779 პროცენტით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ევგენ ცინცაძემ 49.221 პროცენტი მიიღო.

ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა მეორე ტური ხელვაჩაურში. მეხუთე მაჟორიტარული ოლქი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ელიზბარ ზოიძემ მოიგო ხმათა 51.791 პროცენტით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მამუკა ჯევაიშიმ 48.209 პროცენტი მიიღო. ასევე მმართველი პარტიის კანდიდატმა, შოთა ფუტკარაძემ მოიგო ხელვაჩაურის მეექვსე მაჟორიტარული ოლქი 51.349 პროცენტით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით დუმბაძემ 48.651 პროცენტი მიიღო.