სოფელ ომალოში თუშეთობა აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამახასიათებელი ხალხური შემოქმედების ნიმუშები. თექის ნამუშევრები, ხის ჭურჭელი და სხვა ნამუშევრები.
ღონისძიებას პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ალავერდის ეპარქიის წინამძღოლი ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიებაზე ყველაზე ახალგაზრდა და ასაკოვანი მწყემსები სამახსოვრო საჩუქრებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სტუმრებს დღეს თუშური კერძების დაგემოვნების საშუალებაც ქონდათ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დოღი.