ფშაველი–აბანო–ომალოს გზის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ16-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ჩამოსული მეწყერის გამო, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, კმ16-კმ72 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ16 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი