სოფელ ომალოში დაჭრილ მამაკაცს თელავის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანენ
თუშეთში, სოფელ ომალოში დაჭრილ 37 წლის ზურაბ იჭირაულს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანენ.
როგორც ახმეტის მერმა სოსო ქარუმაშვილმა პირველ არხს განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცი მონადირეა და სავარაუდოდ მას იარაღი ნადირობისას გაუვარდა.
ექიმ ირაკლი ხვედაგურიძის განცხადებით, მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურის მენჯ-ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.
თელავის აეროდრომში პაციენტის დასახვედრად სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა მობილიზებულია.