სოფელ ომალოში დაჭრილ მამაკაცს თელავის საავადმყოფოში​ ვერტმფრენით გადაიყვანენ

18:35, 05.02.2018

თუშეთში, სოფელ ომალოში დაჭრილ 37 წლის ზურაბ იჭირაულს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში​ ვერტმფრენით გადაიყვანენ.

როგორც ახმეტის მერმა სოსო ქარუმაშვილმა პირველ არხს განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცი მონადირეა და სავარაუდოდ მას იარაღი ნადირობისას გაუვარდა.

ექიმ ირაკლი ხვედაგურიძის განცხადებით, მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურის მენჯ-ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.

თელავის აეროდრომში პაციენტის დასახვედრად სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა მობილიზებულია.

მსგავსი