გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მეკლდეურთა დარბაზში პირველად ჩატარდა ცოცვის ფესტივალი.
ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგორც ნიქოზის თემში მცხოვრებმა ბავშვებმა, ისე თბილისისა და დაბა ბედიანის სპორტსმენებმა.
ფესტივალში მონაწილეობა 50-მდე მოზარდმა მიიღო. ღონისძიების ბოლოს კი გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ბავშვები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი პრიზებით.
„ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი იმედს იტოვებს, რომ მსგავსი ფესტივალები ნიქოზის თემში ხშირად ჩატარდება და უფრო მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს როგორც კერძო სექტორისგან, ისე სახელმწიფოს მხრიდან. მნიშვნელოვანია სათანადო სავარჯიშო პირობების შექმნა ნიქოზის თემში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის“, – აცხადებენ ნიქოზის მეკლდეურთა კლუბში.