„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცებით, ნიქოზში აქცია გაიმართა
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცებით, ნიქოზში აქცია გაიმართა

ნიქოზში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ნიქოზი-თბილისის მატარებლის მოძრაობის აღდგენას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ტრანსპორტის ამ საშუალებით სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა, მათ შორის სტუდენტები და თბილისში დასაქმებულები, ასევე ძირითადად მატარებლით ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩატანა დედაქალაქში.

მათივე თქმით, მგზავრობის საფასური მოსახლეობისთვის ძალიან მისაღები იყო.

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მატარებლის მოძრაობა უახლოეს პერიოდში არ აღდგა, საპროტესტო აქციების ამ მოთხოვნით გაგრძელდება.