საოკუპაციო ძალები სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. გამყოფ ხაზთან უკანონო სამუშაოებს განაგრძობენ [ვიდეო]

საოკუპაციო ძალები სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. გამყოფ ხაზთან უკანონო სამუშაოებს განაგრძობენ.

ამ წუთებში სამხედროები სოფელ ნიქოზსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის რკინის ბოძებსა და რკინის ღობეს ამონტაჟებენ. ადგილზე ხუთი სამხედრო მუშაობს.

საოკუპაციო ხაზთან არსებული რკინის ღობიდან 15 მეტრში მავთულხლართებით ახალი ღობის მინტაჟი ნიქოზთან უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.