ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამერიკელი სენატორების საოკუპაციო ხაზთან სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამერიკელი სენატორების საოკუპაციო ხაზთან სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამერიკელი სენატორების საოკუპაციო ხაზთან სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„პირველი გაჩერება სოფელ ზემო ნიქოზში. სენატორ ჯინ შაჰინსა და სენატორ რობ პორტმანს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე შექმნილ უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებით, „ბორდერიზციის“ ისეთ საქმიანობაზე ფოკუსირებით, როგორიცაა მავთულხლართები, სადამკვირვებლო პოსტების, სადაზვერვო აღჭურვილობისა და „სასაზღვრო ნიშნების“ მონტაჟი“, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.