ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში, ჰიდროელექტროსადგურ „ხობი-2“ -ის მშენებლობა მიმდინარეობს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამუშაოების 20 პროცენტი უკვე შესრულებულია. დასრულებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს TBM დანადგარის დასაწყობება. უახლოეს დღეებში მისი აწყობა და გვირაბის გაჭრა დაიწყება.
სამუშაოებს ,,კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური 41 მეგავატი სიმძლავრის იქნება და მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება. პროექტის ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მშენებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა.