ლევან დავითაშვილი - ენერგეტიკული სფერო მნიშვნელოვანი რჩება მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც განახლებადი წყაროებიდან ენერგეტიკული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია
ლევან დავითაშვილი - ენერგეტიკული სფერო მნიშვნელოვანი რჩება მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც განახლებადი წყაროებიდან ენერგეტიკული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია

ჩვენთვის ჰიდროელექტროენერგიის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად ენერგეტიკული სფერო მნიშვნელოვანი რჩება მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც განახლებადი წყაროებიდან ენერგეტიკული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ახლა მუშაობა მიმდინარეობს მეორე აუქციონის ჩატარებაზე.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მეორე აუქციონის ჩატარებაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ პროექტები, რომლებიც ინვესტორებს გააჩნიათ, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იყოს, კერძოდ, ფასის გარანტიებით, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ უფრო ადვილად შეძლონ ფინანსური რესურსების მობილიზება და პროექტების განხორციელება. დღესაც მორიგი რამდენიმე პროექტი გვქონდა მთავრობაზე განხილული, მათ შორის იყო ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მეორე – რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. ორი პროექტი, რომელიც სხვადასხვა ეტაპზეა, ერთი არის უკვე კვლევების დასრულების ეტაპზე და გადავა მალე სამშენებლო ეტაპზე, ხოლო მეორე – კვლევების დაწყების ეტაპზე. ჩვენ წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს, რომ ექსპლუატაციაში 2023 წელს 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრე შევიდეს, ზოგადად, რაც ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტო შედეგი იქნება და მომავალ წლებში ჩვენ ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ. არ ვისაუბროთ მხოლოდ პროექტების შეკვრაზე, დაფინანსების მოძებნაზე, მხარდაჭერის სქემებზე, არამედ უშუალოდ განხორციელებაზე და დამატებითი ენერგოპოტენციალის გაჩენაზე ჩვენს ეკონომიკაში“, – განაცხადა დავითაშვილი.