ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში თერმოსკრინგი ჯამში 645 ადამიანს ჩაუტარდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მუხაესტეტეს მუნიციპალიტეტის მედდამ, ნანული ხარაზმა განუცხადა.
როგორც ნანული ხარაზმა აღნიშნა, ამ დროისთვის ტემპერატურა არც ერთ მათგანს არ უფიქსირდება.
ამასთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში ე.წ. მობილურმა ბაზარებმა დაიწყეს ფუნქციონირება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, გუშინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.