ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა, ე.წ. მობილურმა ბაზრებმა მუშაობა დაიწყო
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა, ე.წ. მობილურმა ბაზრებმა მუშაობა დაიწყო

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში  ე.წ. მობილურმა ბაზარებმა ფუნქციონირება დაიწყეს.

ქობულეთის მერის მოადგილის, დავით ვერულიძის ინფორმაციით, ავტომანქანებს, რომლებმაც ჩაკეტილ სოფლებში პროდუქტები შეიტანეს, დეზინფექცია ჩაუტარდათ. ე.წ. მოძრავი ბაზრების ფუნქციონირებას სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს.

„უკვე დაიწყო მობილურმა ბაზრებმა ფუნქციონირება. სოფლის ცენტრებში გაჩერდებიან და შემდეგ შევლენ შიდა უბნებში იქ, სადაც მოსახლეობისგან მოთხვნილება იქნება. სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც ხდება პროდუქტების ტრანსპორტირება, ჩაუტარდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან დეზინფექცია. ჩვენთან ერთად არიან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, მათი რეკომენდაციებით განხორციელდება ყველა ღონისძიება“, – განაცხადა ქობულეთის მერის მოადგილემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაშიმუხაესტატეშილეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.