სოფელ მუხაესტატეში თერმოსკრინგი 645 ადამიანს ჩაუტარდა

13:50, 13.04.2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში თერმოსკრინგი ჯამში 645 ადამიანს ჩაუტარდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მუხაესტეტეს მუნიციპალიტეტის მედდამ, ნანული ხარაზმა განუცხადა.

როგორც ნანული ხარაზმა აღნიშნა, ამ დროისთვის ტემპერატურა არც ერთ მათგანს არ უფიქსირდება.

ამასთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაშიმუხაესტატეშილეღვასა და წყავროკაში  ე.წ. მობილურმა ბაზარებმა დაიწყეს ფუნქციონირება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, გუშინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეშილეღვაში და წყავროკაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

 

მსგავსი