სოფელ ლიხაურში „ექვთიმეობა“ აღინიშნა
სოფელ ლიხაურში „ექვთიმეობა“ აღინიშნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში „ექვთიმეობა“ აღინიშნა. ღონისძიება ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში მოეწყო. ასევე, ლიხაურის კულტურის სახლში გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ექვთიმეობას“ ვულოცავ მთელს საქართველოს და გურიას. ეს დღესასწაული სოფელ ლიხაურში ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება და ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი გვმასპინძლობს. ექვთიმე ღვთისკაცის ღვაწლი ჩვენი ქვეყნისთვის ფასდაუდებელია და ვისურვებდი, რომ სწორედ ექვთიმეს მაგალითზე აღიზარდოს მომავალი თაობები“, – განაცხადა გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ.