ირაკლი ღარიბაშვილი გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს 24 მარტს შეხვდება

19:04, 15.03.2024

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს მომდევნო კვირას, 24 მარტს შეხვდება.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო.

მათივე ცნობით, შეხვედრები გაიმართა აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან და პარტიულ აქტივთან.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება.

მსგავსი