წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში საცხოვრებელი სახლი იწვის.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ცეცხლის ლიკვიდაციაზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ერთ-ერთი ვერსიით, სახლში თხევადი გაზის ავზი აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.