სოფელ ლეჩურთან, სადაც მდინარე სტორმა თუშეთთან დამაკავშირებელი გზა წაიღო, სპეციალური ტექნიკა მუშაობს [ვიდეო]

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეჩურთან​ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მონაკვეთზე, სადაც მდინარე სტორმა თუშეთთან დამაკავშირებელი გზა წაიღო, სპეციალური ტექნიკა მუშაობს.

მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და წაღებული გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანის გადაადგილება შესაძელებლია, თუმცა სოფელ ომალომდე დარჩენილი 72 კმ-იან გზის სხვადასხვა მონაკვეთი ჩამოწოლილი მეწყერისგან გასაწმენდია.

სტიქიებიდან გამომდინარე თუშეთის საავტომობილო გზის გახსნა სავარაუდოდ ივნისის ბოლომდე ვერ მოხერხდება“, –  განცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

გზა აღდგენილია და ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა ფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელ გზაზე, რომლის ერთი მონაკვეთი მდინარე სტორმა დააზიანა.