გზის რამდენიმე მონაკვეთის ჩამოშლის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ორივე მიმართულებით დაიკეტა
გზის რამდენიმე მონაკვეთის ჩამოშლის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ორივე მიმართულებით დაიკეტა

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ორივე მიმართულებით დაკეტილია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, ამის მიზეზი გზის რამდენიმე მონაკვეთის ჩამოშლა გახდა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო, თუშეთთან დამაკავშირებელი, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 36-40 კმ-ზე, რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა გზა.

ამჟამად, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საავტომობილო გზა დაკეტილია ორივე მიმართულებით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.