სოფელ კურდღელაურში, საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 89 წლის ქალმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 89 წლის ქალმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. დამწვარია საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახიც.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში მარტოდ მყოფმა ქალმა ოთახიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.
ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო სამაშველო ჯგუფმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხა, ქალი კი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სხეულის მძიმე დამწვრობით ჯერ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, რეანომობილით თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.