სოფელ კრიხის მიმდებარედ ხანძრის ქრობის პროცესში ორი ვერტმფრენი ჩაერთო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრიხის მიმდებარედ ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი. ასევე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენია ჩართული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ხელმძღვანელობს.
„ხანძარი დაახლოებით 15 ჰექტარზეა გავრცელებული. ცეცხლი ბალახს და ბუჩქნარს უკიდია. დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ხანძრის ლოკალიზებას დღის ბილომდე შევძლებთ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ.