სოფელ კიწიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
სოფელ კიწიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ადგილზე მობილიზებული იყო მარტვილის სახანძრო – სამაშველო სამსახური, თუმცა სახლის და საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მარტვილის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მერია დაზარალებულ ოჯახს სპეციალური პროგრამის ფარგლებში დაეხმარება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.