სოფელ ხურვალეთში ძველი შენობა-ნაგებობის ფრაგმენტები აღმოაჩინეს [ფოტო]
გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, ხანდაზმულთა სახლის ეზოში საკანალიზაციო ჭის გათხრისას ძველი შენობა-ნაგებობის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
კერძოდ, დაახლოებით 1,5 მ სიღრმეზე გათხრისას რამდენიმე საფეხურიანი კიბეები აღმოაჩინეს. ამასთან, ბოლოთაშვილების საკარმიდამო ეზოში ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, რომელთა ნაწილი შავი ფერისაა. ასევე, ნაპოვნია სავარაუდოდ, პირუტყვის ძვლები.
მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ ჭის გათხრების სამუშაოები შეაჩერა.
სოფელ ხურვალეთში ასვლას გეგმავენ გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის სპეციალისტები, რომლებმაც გათხრის დროს აღმოჩენილი ფრაგმენტების შესახებ პირველი არხისგან შეიტყეს.