სოფელ ხურვალეთში რუსმა სამხედროებმა ე.წ. ახალი მავთულხლართები გააბეს
სოფელ ხურვალეთში რუსმა სამხედროებმა ე.წ. ახალი მავთულხლართები გააბეს

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ე.წ. ახალი მავთულხლართები გაჩნდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ​ამ წუთებში რუსი სამხედროები სოფელ ხურვალეთსა და ძუკაანთკარს შორის, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებიან. პირველი არხის გამოჩენის შემდეგ, ისინი იმ ავტომანქანის უკან დაიმალნენ, რომლითაც გადაადგილდებიან.

ადგილობრივების განცხადებით, სამი რუსი სამხედრო ადგილზე დილით მივიდა და რკინის მავთულები ქუჯაშვილების ბაღში გაავლო. მათი ბაღი ოკუპირებულ სოფლელ ძუაკაანთკარს ესაზღვრება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ „ახალი მავთულხლართების“ გაბმა რუსმა სამხედროებმა მედიისა და პოლიციის გამოჩენის შემდეგ შეწყვიტეს. ისინი შიშობენ, რომ რუსი სამხედროები მათ გაბმას ისევ გააგრძელებენ.