სოფელ კარდანახში 16 წლის გოგონა ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა
გურჯაანის რაიონის სოფელ კარდანახში 16 წლის გოგონა ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
გოგონა სოფელში ბებიასთან იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ აბაზანაში დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
16 წლის გოგონა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სოფელ კოლაგში უკვე გადაასვენეს.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.