ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, საკუთარ სახლში მეზობლებმა 63 წლის ტ.შ. გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება.
მეზობლების თქმით, ტ.შ. წლებია ავადმყოფობდა და მისი სიკვდილი სწორედ ავადმყოფობით არის გამოწვეული.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.