თბილისში, ხომლელის ქუჩაზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ

15:49, 23.07.2022

ვარკეთილში, რომანოზ ხომლელის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სავარაუდოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ავტომობილი ექსპერტ-კრიმინალისტებს ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, მანქანას ჩამტვრეული აქვს შუშები და ტერიტორიაზე არის სისხლის კვალი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი