სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ოჯახის წევრები და ადვოკატი მანქანის ხელახალ დათვალიერებას აპროტესტებენ
სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ოჯახის წევრები და ადვოკატი მანქანის ხელახალ დათვალიერებას აპროტესტებენ

რუსთავში, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას მანქანის ხელახალი დათვალიერება მიმდინარეობს, რასაც ჭანტურიას ოჯახის წევრები და ადვოკატი აპროტესტებენ.

დაკავებულის და მარიამ ჭანტურია აცხადებს, რომ ადვოკატის გარეშე მანქანის ხელახალი დათვალიერების უფლება არ აქვთ.

ადგილზე მივიდა ჭანტურიას ადვოკატი. მისი თქმით, გამომძიებლებმა განუცხადეს, რომ მოხდა მანქანაზე საექსპერტო ნიმუშის აღება.

ადვოკატმა გააპროტესტა, რატომ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები მის გარეშე, რასაც მოჰყვა დაპირისპირება ექსპერტებს, ადვოკატსა და დაკავებულის დას შორის.