სოფელ იანეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
სოფელ იანეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში საცხოვრებელი სახლში ხანძარი გაჩნდა.

მეზობლების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები დროულად მივიდნენ, თუმცა სახლი მაინც დაიწვა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, რომელმაც განაცხადა, რომ დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.