გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ამ დროისთვის 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. პროცესში ჩართულია სამი ვერტმფრენი.
როგორც გურიის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ხანძარი ლოკალიზებულია და დარჩენილია ცალკეული კერები, რომლებიც მუშავდება.
რაც შეეხება სოფლებს ვაკიჯვარსა და ჯურუყვეთს, აღნიშნულ სოფლებში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.