ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, „ოპელის მარკის“ ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი.
შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი მგზავრი.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.