ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში დღეიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი მოქმედებს.
უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიით აღჭურვილ ცენტრში ადგილობრივებს საშუალება ექნებათ ულტრაბგერითი, რენგტენოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები ჩაიტარონ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარების სერვისებით სარგებლობაც არის შესაძლებელი.
დუისის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში 25-მდე სამედიცინო და ტექნიკური პერსონალია დასაქმებული.
დაწესებულება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ ნუგზარ ბოლქვაძესთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და ახმეტა-თელავის მაჟორიტარ დეპუტატ გელა სამხარაულთან ერთად გახსნა.