საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში, სოფელ დარბაზთან ტყის მასივში ხანძარი ლიკვიდირებულია.
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე 60 მაშველი-მეხანძრე მუშაობდა.
მობილიზებული იყო როგორც ბოლნისის, ასევე დმანისისა და რუსთავის სახანძრო სამსახურები. ადგილზე იმყოფებოდნენ სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.