ბოლნისში, სოფელ დარბაზთან ტყის მასივში ხანძარი ლოკალიზებულია

14:15, 06.11.2017

ბოლნისში, სოფელ დარბაზთან ტყის მასივში ხანძარი ლოკალიზებულია.  

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე 55 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

სამუშაოებში ჩართულია ბოლნისის, დმანისისა და რუსთავის სახანძრო სამსახურები.

ადგილზე იმყოფებიან სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.

მსგავსი