ბოლნისში, სოფელ დარბაზთან ტყის მასივში ხანძარია

12:25, 06.11.2017

ბოლნისის რაიონში, სოფელ დარბაზთან ტყის მასივში ხანძარია.

გავრცელებული ინფორმაციით, ტყეში ცეცხლის რამდენიმე კერა არსებობს. ცეცხლი ხუთ ჰექტრამდე ტყის მასივს უკიდია.

ადგილზე მობილიზებულია ბოლნისის, დმანისისა და რუსთავის სახანძრო სამსახურები.

მსგავსი