ბოლნისის რაიონში, სოფელ დარბაზთან ტყის მასივში ხანძარია.
გავრცელებული ინფორმაციით, ტყეში ცეცხლის რამდენიმე კერა არსებობს. ცეცხლი ხუთ ჰექტრამდე ტყის მასივს უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია ბოლნისის, დმანისისა და რუსთავის სახანძრო სამსახურები.