სოფელ დარბაზთან ტყის მასივში ხანძარი ლიკვიდირებულია

18:39, 06.11.2017

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში, სოფელ დარბაზთან ტყის მასივში ხანძარი ლიკვიდირებულია.

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე 60 მაშველი-მეხანძრე მუშაობდა.

მობილიზებული იყო როგორც ბოლნისის, ასევე დმანისისა და რუსთავის სახანძრო სამსახურები. ადგილზე იმყოფებოდნენ სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.

მსგავსი