ბოლნისში, სოფელ დარბაზთან ტყის მასივში ხანძარი ლოკალიზებულია.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე 55 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.
სამუშაოებში ჩართულია ბოლნისის, დმანისისა და რუსთავის სახანძრო სამსახურები.
ადგილზე იმყოფებიან სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.